Nov 19, 2011 - Uncategorized    No Comments

ბიოლოგიის კურსი აბიტურიენტთათვის

1. მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას შეისწავლის:


I ანატომია;     II ეკოლოგია;     III გენეტიკა;    IV ვირუსოლოგია.
ა. I და IV;            . მხოლოდ II;             გ. მხოლოდ III;            დ. ოთხივე.
2. უჯრედის აგებულებას შეისწავლის:
ანატომია;          II ციტოლოგია;       III ემბრიონოლოგია;        IV ვირუსოლოგია.
. I და III;                 . II და IV;                  . მხოლოდ II;                დ. II, III და IV.
3. უჯრედი მრავლდება:
. ვეგეტატიურად;         ბ. დაკვირტვით;          . სქესობრივი გამრავლებით;             . დაყოფით.
4. რთულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ფუნქციის მიხედვით სპეციალიზირებული უჯრედები წარმოქმნიან:
ა. ქსოვილებს;               . სპორას;                . ცისტას;                 . არცერთს.
5. კოდომინირებისას წითელი (AA) და თეთრი (aa) ყვავილების შეჯვარებისას პირველ თაობაში მიიღება:
ა. მხოლოდ წითელი ყვავილები;          ბ. მხოლოდ ვარდისფერი ყვავილები;        გ. წითელი და თეთრი ყვავილები3:1 დათიშვით;            დ. სამივენაირი ყვავილები თანაბარი რაოდენობით.
6. სრული დომინირებისას ყვითელთესლიანი (AA) და მწვანეთესლიანი (aa) ბარდის შეჯვარებისას პირველ თაობაშიმიიღება:
ა. მხოლოდ მწვანეთესლიანი;            ბ. მხოლოდ ყვითელთესლიანი;                 გ. ყვითელთესლიანი დამწვანეთესლიანი 3:1 დათიშვით;            . ორივე თანაბრად.
7. ზიგოტა შეიცავს ქრომოსომათა:
ა. n რიცხვს;              ბ. 2n რიცხვს;                 . 1/2n რიცხვს;                 . 1/3n რიცხვს.
8. შეჭიდულ გენთა რიცხვი უდრის:
ა. n რიცხვს;              ბ. 2n რიცხვს;                 . 1/2n რიცხვს;                 . 1/3n რიცხვს.

9. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
მორგანის კანონის დედაარსია: ერთ ქრომოსომაში ლოკალიზირებული ___________ გენები შეჭიდულია, მაგრამ ესშეჭიდულობა არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაირღვეს ___________ დროს.
. ალელური/ ჰეტეროზიგოტული შეჯვარებისას;
. არაალელური/ მიტოზის;
. ალელური/ მეიოზის;
. არაალელური/ კროსინგოვერის.
10. გენის თვისებებია:
I დათიშვის უნარი; II დამოუკიდებლად განაწილების უნარი; III მრავლობითი ქმედება;
 IV მუტაციის უნარი.
ა. I და IV;            . I, II და IV;           . I, III და IV;                   . ოთხივე.
11. რა ჰქვია გენთა ისეთ ქმედებას, როცა ნიშან-თვისება იმყოფება არა ერთი გენის, არამედ რამოდენიმე გენისკონტროლქვეშ, მაგ: ბოცვრის ბეწვის შეფერილობას აკონტროლებს ორი ალელურ გენთა წყვილი: CC, Aa.
. პლეიოტროპია;        . მუტაცია;          გ. ეპისტაზი;          . შედარებითი მდგრადობა.
12. რა ჰქვია გენთა ისეთ ქმედებას, როცა ერთი გენი კონტროლს უწევს რამოდენიმე ნიშან-თვისებას, მაგ: ერთი გენიდროზოფილაში შეიძლება აკონტროლებდეს როგორც თვალებში პიგმენტის უქონლობას, ისე ნაყოფიერებისდაქვეითებას, შინაგანი ორგანოების შეფერილობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმცირეს.
. პლეიოტროპია;        . მუტაცია;          გ. ეპისტაზი;          . შედარებითი მდგრადობა.
13. ადამიანის გენეტიკის შესწავლის რომელი მეთოდი  გულისხმობს ადამიანის საგვარტომოს შესწავლას მრავალითაობის მანძილზე?
ა. გენეალოგიური;            ბ. ტყუპების;            გ. ციტო-გენეტიკური;          დ. ბიოქიმიური.
14. ადამიანის გენეტიკის შესწავლის რომელი მეთოდით დგინდება რა გავლენას ახდენს გარემო ფენოტიპზე?
ა. გენეალოგიური;            ბ. ტყუპების;            გ. ციტო-გენეტიკური;          დ. ბიოქიმიური.
15. აუტოსომები არის:
ა. ქრომოსომები, რომლითაც მდედრი და მამრი არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
ბ. ქრომოსომები, რომლითაც მდედრი და მამრი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
გ. ფოტოსინთეზიკოსები და ქემოსინთეზიკოსები;
. საპროფიტები და პარაზიტები.
16.  ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
მდედრობითი პეპლები და აბრეშუმის ჭიები, ფრინველები, ___________ ქვეწამავლებისა, არიან __________
ა. მსგავსად/ ჰომოგამეტულები;
ბ. განსხვავებით/ ჰეტეროგამეტულები;
გ. მსგავსად/ ჰეტეროგამეტულები;
დ. განსხვავებით/ ჰომოგამეტულები.
17. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
 მოდიფიკაციური ცვალებადობა ცვლის _______. მუტაციური - ________, კომბინაციური ცვალებადობის დროსრეკომბინირდება ________.
. გენოტიპს/ ფენოტიპს/ ახალი გენები;
. გენოტიპს/ ფენოტიპს/ უკვე არსებული გენები;
. ფენოტიპს/ გენოტიპს/ ახალი გენები;
. ფენოტიპს/ გენოტიპს/ უკვე არსებული გენები.
18. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
მოდიფიკაციური ცვალებადობა ________ და _________, მუტაცია - _________ და __________.
ა. მემკვიდრულია/ იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის/ მემკვიდრულია/ ორგანიზმს აგუებს გარემოს;
. არამემკვიდრულია/ იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის/ მემკვიდრულია/ ორგანიზმს აგუებს გარემოს;
გ. მემკვიდრულია/ ორგანიზმს აგუებს გარემოს/ არამემკვიდრულია/ იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის;
დ. არამემკვიდრულია/ ორგანიზმს აგუებს გარემოს/ მემკვიდრულია/ იძლევა მასალას ბუნებრივი გადარჩევისთვის.
19. პოლიპლოიდია არის:
მემკვიდრული ცვალებადობა; II ქრომოსომების რიცხვის ჯერადი გაზრდა;
III ქრომოსომული მუტაცია; VI. მოდიფიკაციური ცვალებადობა.
ა. მხოლოდ I;              . I და II;                 გ. II და III;              . I, II და III.
20. მუტაციური ცვალებადობის ისეთ ფორმას, როდესაც ხდება ქრომოსომის რომელიმე ნაწილის გაორმაგება, ჰქვია:
. დელეცია;                . ინვერსია;                 . დუპლიკაცია;             . პოლიპლოიდია.
P. S. მაქსიმალურად ვეცადე, ეროვნულებისთვის მიმემსგავსებინა. თუ რაიმე შეცდომა გამეპარა, გთხოვთ, მომიტევოთ.  :)
Nov 19, 2011 - Uncategorized    No Comments

ბიოლოგიის კურსი აბიტურიენტთათვის

1. ჰეტეროტროფ ბაქტერიებს ახასიათებთ:

 I ფოტოსინთეზი;   II ქემოსინთეზი;   III საპროფიტიზმი;  IV პარაზიტიზმი.

ა. I და II;
ბ. II და III;
გ. III და IV;
დ. II, III და IV.

2. ბაქტერიების სასარგებლო როლი განისაზღვრება:

I მრავალი ელემენტის წრებრუნვაში მონაწილეობით;  II ბიოტექნოლოგიაში გამოიყენება;
III მსხვილ ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიების მოქმედებით;    IV ფოტოსინთეზში მონაწილეობით.

ა. მხოლოდ I;
ბ. II და III;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

3. ციანობაქტერიები სიბნელეში არიან:

ა. ავტოტროფები;
ბ. ჰეტეროტროფები;
გ. ავტოჰეტეროტროფები;
დ. მიქსოტროფები.

4. რომელი ძვალია ლუწი?

ა. ქვედა ყბის;
ბ. ზედა ყბის;
გ. შუბლის;
დ. თხემის.

5. ძვალი:

ა. შემაერთებელი ქსოვილია;
ბ. ეპითელური ქსოვილია;
გ. ქსოვილი არ არის;
დ. არაცოცხალი ორგანოა.

6. ძვალს ______ ანიჭებს დრეკადობას, _______ – სიმტკიცეს:

ა. ქოლესტერინი/ Ca, Co;
ბ. ოსეინი/ Ca, P;
გ. მიელინი/ Ca, P;
დ. გლიკოკალიქსი/ ქიტინი.

7. ძვლების უძრავი შეერთება გვხვდება:

I სასმენ ძვლებზე;          II წვივზე;           III ქალის ძვლებზე;         IV გავაზე.

ა. მხოლოდ IV;
ბ. I და II;
გ. III და IV;
დ. I, III და IV.

8. ლავიწის ძვალი იდაყვის ძვალთან:

ა. უძრავადაა შეერთებული;
ბ. მოძრავადაა შეერთებული;
გ. ნახევრადმოძრავადაა შეერთებული;
დ. არაა ერთმანეთთან შეერთებული.

9. კუნთების ფუნქციაში შედის:

I მეტყველება;    II პერესტალტიკა;     II სისხლის მოძრაობა;     IV დამცველობითი.

ა. II და IV;
ბ. II და III;
გ. II, III და IV;
დ. ოთხივე.

10. კუნთის დაღლისას რომელი ნივთიერება იწვევს ტკივილის შეგრძნებას?

ა. აქტინი;
ბ. მიოზინი;
გ. ნახშირორჟანგი;
დ. რძე მჟავა.

11. დაალაგეთ კონკრეტული კუნთის ბოლოების მიმაგრების ადგილის მიხედვით:

1. საღეჭი კუნთი -
2. მიმიკური კუნთი -
3. თვალის ირგვლივი კუნთი -

ა. კანზე, ძვალზე;
ბ. კანზე;
გ. ძვალზე.

12. რომელი უჯრედის ქრომოსომებზე უმჯობესი დაკვირვება?

ა. ერითროციტებზე;
ბ. ლეიკოციტებზე;
გ. თრომბოციტებზე;
დ. ეპიდერმისის ზედა შრის უჯრედებზე.

13. სისხლის შედედებისთვის საჭიროა:

I ვიტამინი K;         II Сa-ის იონები;         III ფიბრინოგენი;          IV პეპსინოგენი.

ა.  I და III;
ბ. II და IV;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

14. სისხლი სუფთავდება:

I ფილტვებში;      II თირკმლებში;        III ღვიძლში;        IV ცხვირში.

ა. I და IV;
ბ. I და II;
გ. I, II და III;
დ. II და III.

15. ფილტვის ელემენტარული ერთეულია:

ა. ალვეოლი;
ბ. ბრონქიოლი;
გ. აცინოზი;
დ. ნეფრონი.

16. გულის რომელს საკანში ჩაედინება ჟანგბადით მდიდარი სისხლი?

I მარცხენა წინაგულში;    II მარცხენა პარჯუჭში;    III მარჯვენა წინაგულში;    IV მარჯვენა პარკუჭში.

ა. I და II;
ბ. I და III;
გ. II და III;
დ. III და IV;

17. რომელი კუნთები მონაწილეობენ მშვიდი ამოსუნთქვაში?

I ნეკნთაშუა კუნთები;       II მკერდის კუნთები;       III მუცლის კუნთები;     IV დიაფრაგმა.

ა. II და III;
ბ. I და IV;
გ. I, II და IV;
დ. ოთხივე.

18. რომელი კუნთები მონაწილეობენ ღრმა ჩასუნთქვაში?

I   ნეკნთაშუა კუნთები;    II    მკერდის კუნთები;     III    მხრის სარტყლის კუნთები;                       IV    დიაფრაგმა.

ა. II და III;
ბ. I და IV;
გ. I, II და IV;
დ. ოთხივე.

19. სუნთქვა რეგულირდება:

I ცთომილი ნერვით;  II ვეგეტატიური ნერვული სისტემით;   III ნახშირორჟანგით;
 IV  ჟანგბადით.

ა. I და III;
ბ. II და IV;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

20. რომელ ვიტამინშია ელემენტი Co (კობალტი)?
ა. A და K ვიტამინში;
ბ.B1 და B2 ვიტამინში;
გ. C ვიტამინში;
დ. B12 ვიტამინში.

Nov 19, 2011 - Uncategorized    No Comments

ბიოლოგიის კურსი აბიტურიენტთათვის

1. უჯრედული თეორიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა:

შლეიდენმა;            II შვანმა;              III ბერმა;             IV ვირხოვმა.

                                          ა. I და II;               ბ. I, II და III;                გ. ოთხივემ;               დ. არცერთმა.

2. ორგანული ნივთიერებებიდან უჯრედში შედის:

ცილები;              II ცხიმები;              III ვიტამინები;               IV რნმ.
ა. I და II;                     ბ. I, II და IV;                   გ. I, II და III;                 . ოთხივე.

3. წყლის ბიოლოგიური როლი უჯრედში:

I განაპირობებს ფიზიკურ თვისებებს;     II თბორეგულაცია;   III დამცველობითი;
IV სატრანსპორტო.
ა. II, III და IV;              . I, II და IV;                   გ. I და IV;                დ. ოთხივე

4. რა განაპირობებს წყლის ბიოლოგიურ როლს?
. მოლეკულაში პოლარული ბმა;
. სამნაირი აგრეგატული მდგომარეობა;
. ატომების რაოდენობა მოლეკულაში;
. მინარევები.
5. დაალაგეთ ნახშირწყლების ტიპები:
ა. მონოსაქარიდი;                    ბ. დისაქარიდი;                 გ. პოლისაქარიდი
5. ცელულოზა -
6. რიბოზა -
7. გლუკოზა -
8. სახამებელი -
9. საქაროზა -
10. დეზოქსირიბოზა -
11. გლიკოგენი -
12. ფრუქტოზა -
13. უჯრედში ნახშირწყლები
ასრულებენ დამცველობით ფუნქციას; II ასრულებენ სამშენებლო ფუნქციას;
III ასრულებენ ენერგეტიკულ ფუნქციას; IV იშლებიან გლუკოზად.
ა. I და II;                . II და III;                . I, II და III;               . ოთხივე
14. უდაბნოს ცხოველები უწყლოობას ებრძვიან მეტაბოლური წყლის გზით, ანუ სხვაორგანული ნივთიერებისგან გამოთავისუფლებული წყლით. ეს ორგანულინივთიერებებია:
ა. ცილები;
ბ. ცხიმები;
. ნახშირწყლები;
დ. ნუკლეინის მჟავები.
15. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
ცილა _________ ნაერთია; მისი მონომერებია __________, რომლებიცერთმანეთისგან __________ განსხვავდებიან.
ა. აზოტოვანი/ აზოტოვანი ფუძეები/ ამინოჯგუფით;
ბ. ჰიდროფობული/ ნუკლეოტიდები/ აზოტოვანი ფუძეებით;
გ. პოლიმერული/ ამინომჟავები/ რადიკალებით;
დ. ჰიდროფილური/ კრისტალჰიდრატები/ მეტალის იონით.
16. კატალიზატორული ფუნქციის მქონე ცილების სტრუქტურა არის:
ა. ჰიდროფილური;
ბ. ადვილად ცვლადი;
გ. ჰიდროფობული;
. წვრილი და გრძელი.
17. რა უზრუნველყოფს პლაზმური მემბრანის დინამიურობას?
ა. წყლითაა გაჟღენთილი;
ბ. ლიპიდებს შორის ქოლესტეროლის ძაფებია;
გ. ლიპიდებისა და ცილის მოლეკულები მოძრავია;
დ. უჯრედის კედელი.
18. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები:
ცილის მოძრაობით ფუნქციას მიესადაგება _________, სატრანსპორტოს - ________,დამცველობითს - _________.
ა. მიოფიბრილები/ გლუკაგონი/ ლეიკოციტები;
ბ. მიოზინი/ ჰემოგლობინი/ ანტისხეულები;
გ. მიოფიბრილები/ ჰემოგლობინი/ ლეიკოციტები;
დ. გლუკაგონი/გლუკაგონი/ ანტისხეულები.
19. მუტაციისთვის დამახასიათებელია:
დადებითობა;        II უარყოფითობა;          III ნიშან-თვისებათა დამემკვიდრება;
 IV ყოველთვის რეცესიულობა.
. II და IV;                     ბ. II და III;                       გ. I, II და III;                  დ. ოთხივე
20. რომელი მუტაცია იწვევს ცილის ახალი მოლეკულის სინთეზს?
ა. ქრომოსომული;
ბ. გენური;
გ. სომატური;
დ. პოლიპლოიდია.
Nov 19, 2011 - Uncategorized    No Comments

testebi.

1. SeadareT erTmaneTs limfisa da sisxlis mimoqcevis sistemebi:^
1. ra mimarTulebiT moZraobs sisxli da limfa?
2. ra ganapirobebs sisxlis da ra -  limfis moZraobas ZarRvebSi?
3. ra gansxvavebaa sisxlisa da limfis kapilarul sistemebs Soris?
4. wvrili nawlavis xaoebis romel  kapilarebSi (limfurSi Tu sisxlis)
xdeba glicerinis, cximovani mJavebis, aminomJavebisa da monosaqaridebis
Sewova.

Read more »

Nov 18, 2011 - Uncategorized    1 Comment

კურორტოლოგია

დღეს, როდესაც თავისუფალი დროის გამონახვა ასე ჭირს, ბევრი ცდილობს, დასვენება მკურნალობას შეუთავსოს. მსოფლიოში უამრავი კურორტია, მაგრამ იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, უნდა ვიცოდეთ, რა უჭირს და რომელი პროცედურები სჭირდება ჩვენს ორგანიზმს – ყველა კურორტს ხომ თავისი სამედიცინო ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. მაშ, როგორ განვსაზღვროთ, რომელი პროცედურებია ჩვენთვის სასარგებლო და რომელი – არასასურველი? ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო ტურიზმის ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში, ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი იორამ თარხან-მოურავი.

- ბატონო იორამ, წელიწადში ერთხელ ადამიანი ცდილობს, თავს უფლება მისცეს და მცირე ხნით მაინც მოახერხოს დასასვენებლად წასვლა. რა კუთხით უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას?
- XXI საუკუნეში, როცა ეკოლოგიური კატასტროფების, ეთნოკონფლიქტების, ტერაქტების, ომების, ცხოვრების არანორმალური ტემპის გამო ადამიანი განსაკუთრებით სტრესულ ვითარებაში აღმოჩნდა, დადგა განტვირთვისა და გაჯანსაღების ორიგინალური ფორმების გამოყენების დრო, სადაც ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული დასვენება, რელაქსაცია, გართობა, ფიზიკური და სულიერი წონასწორობის აღდგენა, ახლის შეცნობა, გაჯანსაღება, მკურნალობა და სხვა. საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ მდებარეობს 103 კურორტი, 340 საკურორტო ადგილი, 2000-ზე მეტი მინერალური წყარო, 1300-ზე მეტი კარსტული მღვიმე, წყალუხვი მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები, შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული ზონა, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, ტყეები, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიონის ქედის მწვერვალები.
- ვიდრე კურორტოლოგიური მკურნალობის ცალკეული სახეების დახასიათებაზე გადავიდოდეთ, იქნებ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს კურორტზე მკურნალობის უკუჩვენება.
- კურორტზე მკურნალობის საერთო უკუჩვენებებია:

  • ყველა დაავადება მწვავე პერიოდში ან გამწვავების სტადიაში;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • სისხლის დაავადებები;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
  • სისხლდენა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები;
  • ფსიქიკური დაავადებები;
  • ესენციური ჰიპერტენზიის III სტადია;
  • გულის იშემიური დაავადების დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის III-IV ფუნქციური კლასი;
  • გულის რიტმის შეტევითი ხასიათის დარღვევები – პაროქსიზმული ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
  • სუნთქვის უკმარისობის III სტადია;
  • ფილტვ-გულის უკმარისობის II-III ხარისხი და სხვა.

- ძნელად მოიძებნება ადამიანი, ზღვა რომ არ უყვარდეს. რა უნდა გავითვალისწინოთ ზღვაზე დასვენების დროს? მაგალითად, როგორი უნდა იყოს ცურვის ხანგრძლივობა და დატვირთვის ინტენსივობა?
- ზღვაში ცურვის პირობების შეფასებისას ითვალისწინებენ არა მარტო ზღვის ტემპერატურას, არამედ ზღვის ღელვასაც. გაუვარჯიშებელი ადამიანისთვის ზღვაში ცურვა ნებადართულია არა უმეტეს ერთბალიანი ღელვის პირობებში (ზღვა მშვიდია, შესაძლოა იყოს მცირე, 0,25 მ სიმაღლის ჭავლი), ხოლო გავარჯიშებულისთვის – არა უმეტეს ორბალიანისა (მსუბუქი ღელვა, მოკლე ტალღები, მინისებრი ქაფი, სუსტი, ერთგვაროვანი ხმაური). გარდა ამისა, ბანაობისას ვითვალისწინებთ ეკვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის სიდიდეს, ვინაიდან ჰაერის სითბურ რეჟიმს შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე წყლიდან ამოსვლისას. დაბალი ეკვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის დროს მოსალოდნელია ორგანიზმის გადაცივება. ზღვაში ცურვა უმჯობესია საადაპტაციო პერიოდის (საშუალოდ 3-5 დღე) გავლის შემდეგ. ცურვის ხანგრძლივობა წყლის ტემპერატურის მიხედვით განისაზღვრება. დატვირთვის ინტენსივობის შესაბამისად, განასხვავებენ ცურვის რამდენიმე რეჟიმს: სუსტს, ზომიერს და ინტენსიურს. ცურვის სუსტ რეჟიმს მიმართავენ შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია – II სტადია;
  • გულის იშემიური დაავადების II ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია;
  • ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი;
  • მიოკარდიოდისტროფიები;
  • გულის სარქვლების შეძენილი მანკები მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის სტენოზის უპირატესობის გარეშე, ჩამცხრალი რევმატული პროცესით;
  • ტროფიკული წყლულები და განგრენის გარეშე მიმდინარე ქვედა კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი;
  • დაზიანებული კიდურების ფრჩხილის ფალანგებზე ნეკროზული უბნების გარეშე მიმდინარე მაობლიტირებელი ენდარტერიიტი;
  • ქვედა კიდურების ქრონიკული ტრომბოფლებიტი (მწვავე პერიოდის ჩაცხრობიდან 6 თვის შემდეგ) გულის უკმარისობის II ფუნქციური კლასის არსებობისას;
    ლ ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი) სუნთქვის უკმარისობის I ხარისხით.

ცურვის ზომიერი რეჟიმი ნებადართულია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზემოაღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით.

ცურვის ინტენსიური რეჟიმი ნებადართულია პაციენტებისთვის, რომლებსაც:

  • არ აქვთ გაციებისადმი მიდრეკილება;
  • იმყოფებიან პათოლოგიური პროცესის კომპენსაციის სტადიაში
  • არ აღენიშნებათ სუნთქვის, ფილტვ-გულისა და გულის უკმარისობა.

მკურნალობის კურსი მოიცავს 14-20 ცურვას. მკურნალობის პერიოდში (ზღვაში ცურვისადმი კარგი ამტანობისას) შესაძლებელია პაციენტის ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადაყვანა. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ პაციენტები 20-30 წუთის განმავლობაში ისვენებენ ჩრდილში, სამკურნალო პლაჟის ტახტზე, კლიმატოპავილიონში ან აერარიუმში.

Read more »

Nov 18, 2011 - Uncategorized    No Comments

ალერგია და გენები

ექიმებმა და მეცნიერებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ალერგიული დაავადებების წარმოშობასა და მიმდინარეობას, დაადგინეს, რომ თუ ალერგია ერთ მშობელს მაინც აქვს, შვილის ალერგიით დაავადების რისკი 25%-ს შეადგენს, ხოლო თუ ორივე მშობელია დაავადებული, შვილის დაავადების რისკი 40%-მდე იზრდება. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ აუცილებელი არ არის, შვილსაც იგივე ალერგიული დაავადება ჰქონდეს, რომელიც მშობელს აქვს. მაგალითად, მცენარის მტვრის მიმართ ალერგიული ადამიანის შვილს შესაძლოა ალერგია განუვითარდეს სოკოს სპორებზე, ცხოველის ქერცლზე, ბეწვზე… ექიმები ალერგიით დაავადებულთა ნათესავებს შორის ალერგიის გავრცელებასაც დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ ალერგიული ნათესავები ალერგიით დაავადებულთა 70%-ს ჰყავდა. ამ და მრავალი სხვა დაკვირვების შედეგებმა ექიმებსა და მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ალერგიას გენეტიკური ბუნება ჰქონდა.

ეს მოსაზრება დღეს არამცთუ დადასტურებულია, არამედ ალერგიული დაავადების გენებიც კია აღმოჩენილი. მაგრამ ალერგია არ მიეკუთვნება მემკვიდრეობითი დაავადებების იმ ტიპს, სადაც დაზიანებული გენი თვითონვეა დაავადების გამომწვევი, მემკვიდრეობით გადაეცემა და შთამომავლობას აავადებს; ალერგიის შემთხვევაში მემკვიდრეობით გადაეცემა არა დაავადება, არამედ განწყობა ამა თუ იმ ალერგიული დაავადების მიმართ.
რას ნიშნავს მემკვიდრეობითი განწყობა ალერგიული დაავადების მიმართ?
ყოველი ადამიანი გენეტიკურად განუმეორებელია, თითოეულ ჩვენგანს თავისი უნიკალური გენეტიკური პორტრეტი აქვს. ყოველი ადამიანის დნმ უნიკალურია. მასში მრავალი ისეთი გენია, რომელიც მხოლოდ ამ პიროვნებისთვის არის დამახასიათებელი. გენთა ამ მრავალფეროვნებას ქმნის დნმ-ს გენთა დედანში შემთხვევით (თუმცა შემთხვევითს ხანდახან ისეთ მოვლენას ვუწოდებთ, რომლის მიზეზიც ჩვენთვის უცნობია) მომხდარი ცვლილებები. ისინი გენის თავდაპირველ ვარიანტს ცვლიან. შეცვლილ გენთა ვარიანტები, რა თქმა უნდა, ფუნქციურადაც შეცვლილ გენურ პროდუქტებს, ცილებს, ფერმენტებს ასინთეზებენ. ზოგჯერ ასეთ ცვლილებებს არავითარი ზიანი არ მოაქვს, ზოგი გენი კი იმგვარად არის შეცვლილი და დაზიანებული, რომ ადამიანს რომელიმე დაავადების მიმართ განაწყობს. გარდა ალერგიისა, მემკვიდრეობითი განწყობა ახასიათებს ფილტვის სიმსივნეს, ქრონიკულ ბრონქიტს, მკერდის სიმსივნეს, ემფიზემას, ასთმას, ოსტეოპოროზს, მიოკარდიუმის ინფარქტს და მრავალ სხვა დაავადებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ალერგიისადმი განწყობის გენები, მაგრამ ჯანმრთელი იყოს, ყოველ შემთხვევაში, ალერგიის ნიშნებს არ ამჟღავნებდეს. ალერგიისადმი განწყობის გენებმა დაავადება რომ გამოიწვიოს, დამხმარე ფაქტორები სჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალერგიის გენები ჩუმად არიან, ვიდრე გარეგანი ფაქტორები არ გააღვიძებენ. ცნობილია, რომ სამრეწველო ქალაქებიდან შორს მცხოვრები ადამიანები ძალზე იშვიათად ამჟღავნებენ ალერგიის სიმპტომებს. უკანასკნელი 100-150 წლის მანძილზე ადამიანის საცხოვრებელი გარემო ძირფესვიანად შეიცვალა: ატმოსფერო დანაგვიანებულია, სოფლის მეურნეობაში უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს, ყოფა-ცხოვრებაში – სინთეტიკურ საგნებს, ვსვამთ უფრო მეტ ქიმიურ მედიკამენტს, საკვებს ვამატებთ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს… ყველა ამ ნივთიერებას შეუძლია, ალერგია გამოიწვიოს.
და მაინც, რატომ უვითარდება ზოგს ალერგიული დაავადება, ზოგს, მის გვერდით, იმავე პირობებში მცხოვრებსა და მომუშავეს კი არა?
ალერგია – ეს არის იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებსაც ყოველდღიურად ეკონტაქტება მილიონობით ადამიანი ყოველგვარი ალერგიული რეაქციის გარეშე, მაშინ როდესაც ალერგიული ადამიანი მათზე მკვეთრად რეაგირებს. ეს ნივთიერებებია მცენარეთა მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, მცენარეთა სპორები, ოთახის მტვერი, საკვები. რატომ რეაგირებს ზოგი ადამიანის იმუნური სისტემა მათზე ასე მკვეთრად? ჩვენი იმუნური სისტემა მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. იგი ინახავს ინფორმაციას ყველა აგენტისა თუ პარაზიტის შესახებ, რომელიც კი ჩვენი ევოლუციის მანძილზე შეგვხვედრია და შეგვხვდებიან თუ არა კიდევ ოდესმე, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათთან ბრძოლის საშუალებები ჩვენს ორგანიზმში სპეციალური ნივთიერებების – ანტისხეულების სახით არის “შემონახული”. დღეს გარემო ისე სწრაფად იცვლება, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ფეხს ვეღარ უწყობს, ალერგია კი იმ ცვლილებების შედეგია, რომლებიც ბოლო ხანს მოხდა დედამიწის ეკოლოგიაში. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა თავდაცვით ფუნქციას, ჩვეულებისამებრ, “წყნარად” ასრულებს, გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ანტისხეულებს, უვნებელყოფს ინფექციურ და არაინფექციურ აგენტებს და ორგანიზმიდან ადამიანისთვის არასასურველი მოვლენების გარეშე აძევებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები